Belive

სიტი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს - გვარდიოლას გუნდი პირველ ოფიციალურ შეთევაზებას ამზადებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იმ შემთხვევაში, თუ ლიონელ მესი "ბარსელონას" ნამდვილად დატოვებს, მისი დამატების მთავარი კანდიდატი "მანჩესტერ სიტი" იქნება. არგენტინელი სუპერვარსკვლავის და კატალონიური კლუბის ურთიერთობა იძაბება. საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს და ჯერ კიდევ უცნობია 6 ოქროს ბურთის მფლობელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაეშვიდობება თუ მის სანაცვლოდ "ბლაუგრანა" ასობით მილიონს მიიღებს. ამის ფონზე, ერთადერთი კლუბი, რომელიც 34 წლის ფეხბურთელის შეძენაზე მზადყოფნას ოფიციალურად აცხადებს, სწორედ პეპ გვარდიოლას გუნდია. "ქალაქელებს" ოფიციალური შეთავაზების მოსამზადებლად საკმარის ფული აქვთ და "ბარსელონას" წინადადებით მალე მიმართავენ. მესის ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში ყველა რეკორდს დაამსხვრევს და მასში 222 მილიონზე გაცილებით მეტს გადაიხდიან - ამ სიტყვებს მედიასთან ერთად ესპანური კლუბის წარმომადგენლებიც აჟღერებენ. თუ ტრანსფერი ნამდვილად შედგება, მაშინ მასში მონაწილეობას გაბრიელ ჟეზუსიც მიიღებს, რომლის დიდი ხნის ოცნებაც "ბარსელონაში" თამაშია.

სხვა სტატიები