Belive

სიტი ზაგრებთან დანაკლისით ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს დანაკლისით შეხვდება. "ქალაქელები" ზაგრების "დინამოს" ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერის კევინ დე ბრუინის გარეშე შეხვდებიან. ბელგიელი ფეხბურთელი ხორვატულ გუნდთან ბარძაყის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. გარდა ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირისა, შესაძლოა 28 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგაში "ვულვზთან" ვერ ითამაშოს. დე ბურინმა დაზიანება "ევერტონთან" დაპირისპირებისას მიიღო და ორშაბათს გუნდის ვარჯიშიც გამოტოვა. ამ სეზონში დე ბრუინმა 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. "სიტი"-"ზაგრები" 1 ოქტომბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები