Belive

სიტიმ შესაძლოა ვერტონგენი უფასოდ დაიმატოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური დაცვის გაძლიერებას აპირებს. პეპ გვარდიოლას გუნდი აღნიშნულ პოზიციაზე "ტოტენჰემის" გამოცდილ ფეხბურთელ იან ვერტონგენს განიხილავს. ბელგიელ უკანახაზელს "სპურსთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უსრულდება და ის თავისუფალი აგენტი ხდება. აქედან გამომდინარე, "სიტი" ვერტონგენის დამატებას უფასოდ შეეცდება. 33 წლის მცველს მსურველები ნამდვილად არ აკლია - იანის გადაბირებით "მილანი", "ინტერი", "რომა", "ბეტისი" და "სევილია" ინტერესდება. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვერტონგენმა ოჯახთან ერთად ინგლისი დატოვოს.

სხვა სტატიები