Belive

სიტიმ ვესტ ჰემი ნახევრად ცარიელ ეტიჰედზე მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში "სიტიმ" შინ "ვესტ ჰემს" 2:0 მოუგო. მანჩესტერულმა კლუბმა დე ბრუინისა და როდრის გოლებით გაიმარჯვა. აღნიშნული შეხვედრა სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა მეტოქე ნახევრად შევსებულ "ეტიჰედზე" მიიღო.
"EMPITHED" - ასე გამოეხმაურნენ ბრიტანელები გუშინ, "სიტის" სტადიონზე შექმნილ მდგომარეობას. სოციალურ ქსელებში ასევე გაიჟღერა ცნობილმა ფრაზამ: "ფულით გულშემატკივარს ვერ იყიდი."
"სიტის" ქომაგებმა აღნიშნულ მატჩში UEFA-ს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. როგორც იცით, პეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
419

სხვა სტატიები