Belive

სიტის ამომავალ ვარსკვლავს გუნდის დატოვება არ სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" 18 წლის ფეხბურთელი, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, გუნდის დატოვებას და ბრაჰიმ დიაზის მაგალითის გამეორებას არ აპირებს, რომელიც მადრიდის "რეალს" £22 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ფოდენმა გასულ თვეში "სიტისთან" კონტრაქტი 6 წლით გაახანგრძლივა და ბრაჰიმის წასვლასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა: "ეს მათი საქმეა, ყველას საკუთარი გეგმა და გზა აქვს ცხოვრებაში. ჩემს თავს მხოლოდ სიტიში ვხედავ. ძირითადში მოხვედრა ძალიან რთულია, თუმცა ჩემი მოვალეობაა, მოედანზე გატარებული თითოეული წუთი მაქსიმალურად გამოვიყენო და მწვრთნელის ნდობა მოვიპოვო. მე შესანიშნავი შესაძლებლობა მაქვს, ვითამაშო კევინ დე ბრუინის დონის ფეხბურთელებთან ერთად და შესაბამისად, ძალიან ბევრი რამ ვისწავლო მათგან," განაცხადა მან. ბრაჰიმ დიაზი "მანჩესტერ სიტის" 14 წლის ასაკში შეუერთდა იგი ფილ ფოდენის ახლო მეგობრად ითვლება. "ძალიან მწყინს რომ ბრაჰიმმა დაგვტოვა, თუმცა მას სიახლე სჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი გამოუვა და ერთ დღეს ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ," განაცხადა მან. ფილ ფოდენი პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია. მიმდინარე სეზონში მან 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა (ძირითადად შეცვლებზე), სადაც მან 2 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები