Belive

სიტის ფეხბურთელებისგან დატროლილმა ლივერპულმა 1 წელში 4 ტიტული მოიგო (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

გასულ წელს ინგლისის პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელებმა "ლივერპული" დატროლეს. 2018-19 წლების დრამატული სეზონის ბოლოს, "ქალაქელებმა" 98 ქულა დააგროვეს და მერსისაიდულ გრანდს მხოლოდ 1 ქულით აჯობეს. პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, გახარებულმა ფეხბურთელებმა "ლივერპული" დატროლეს და სახალისო სიმღერა შეასრულეს, სადაც აღნიშნეს, რომ "ლივერპულმა" ვერაფერი მოიგო.

"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელების სიმღერის შემდეგ, "ლივერპული" 4 ტიტულს დაეუფლა - ჩემპიონთა ლიგის, სუპერ თასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის ნანატრი ტიტულიც მოიპოვა. "ლივერპულისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 30 წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. მერსისაიდელებმა ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერ ლიგის 32-ე ტურში "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" საჩემპიონო დერეფანს მოუწყობს.

სხვა სტატიები