Belive

სიტის გეგმა - ქალაქელები ჰოლანდის ტრანსფერისთვის 4 ფეხბურთელს გაყიდიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე დორტმუნდის ,,ბორუსიას” შემტევი, ერლინგ ჰოლანდია. Manchester Evening News-ის ცნობით, ,,ქალაქელები” მზად არიან, ნორვეგიელის ყიდვის სანაცვლოდ, 4 ფეხბურთელს შეელიონ.

ფერან ტორესის გარდა, რომელიც, დიდი ალბათობით, იანვარში კატალონიის ,,ბარსელონაში” გადავა, ,,სიტი” პედრო პოროს, კო იტაკურასა და მორგან როჯერსის გაყიდვას აპირებს. ამ მომენტისთვის სამივე მათგანი განათხოვრებულია – პორო – ,,სპორტინგში” თამაშობს, იტაკურა – ,,შალკეში”, მორგან როჯერსი კი – ,,ბორნმუთში”.

ტორესის სანაცვლოდ მანჩესტერული კლუბი 50-60 მილიონ ევროს მიიღებს, პოროს გამოსყიდვა ლისაბონელებს 8 მილიონად შეუძლიათ, 5 მილიონია იტაკურას სატრანსფერო ფასი, როჯერსი კი 12 მილიონადაა შეფასებული.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 19 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. A friend of mine recommended that I try online slots and clickmiamibeach.com I have been playing at this website ever since. თავდამსხმელს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები