Belive

სიტის გენერალური დირექტორი: ,,რეალი პსჟ-სთან, ჩელსისთან, სიტისთან და ლივერპულთან წაგებას იმსახურებდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' გენერალურმა დირექტორმა, ფერან სორიანომ: განაცხადა, რომ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი მიზანი არ არის:
,,ჩვენ ამ ტურნირის მოგებას მთავარ მიზნად არ მივიჩნევთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვან როლს იღბალი თამაშობს. ბევრი მატჩია, რომელშიც შეიძლება ცუდად ითამაშო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც გახვიდე. ჩემპიონთა ლიგა დამატებითი თასია, რომლის აღებაც გვსურს, თუმცა, ვიცით, რომ ეს იღბალზეცაა დამოკიდებული, ამიტომ აკვიატება არ გვაქვს. ახლა რეალის ბოლოდროინდელ წარმატებაზე ბევრი საუბრობს, მაგრამ, სამართლიანი იქნება, ითქვას, რომ მათ ცოტა გაუმართლათ. შემიძლია ვთქვა, რომ რეალი პსჟ-სთან, ჩელსისთან, სიტისთან და ლივერპულთან წაგებას იმსახურებდა. ხალხს არ ახსოვს, რომ 80-90-იან წლებში მადრიდელებს საოცარი გუნდი ჰყავდათ, მაგრამ ამ ტურნირის მოგება ვერ შეძლეს. ჩვენ მოთმინებით ვართ, ჩემპიონთა ლიგას მაშინ მოვიგებთ, როცა ამისთვის შესაფერისი მომენტი იქნება,'' - თქვა სორიანომ.
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,მანჩესტერ სიტის” დამატებით დროში 3:1 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ,,ლივერპული'' დაამარცხა. ,,სამეფო გუნდმა” ,,სიტისთან'' მატჩში ორი გოლის გატანა 90-ე და 91-ე წუთებზე შეძლო.

სხვა სტატიები