Belive

სიტის ფანმა არ იცოდა, რომ VAR-მა გოლი გააუქმა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემს" შორის გამართული საპასუხო მატჩი  ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული მომენტებით დახუნძლული თამაშის სახელით შევა. შეგახსენებთ, რომ რაჰიმ სტერლინგის მიერ, 90-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი VAR-მა გააუქმა. თუ "ტოტენჰემის" ფეხბურთელს, მუსა სისოკოს ეგონა, რომ გოლი ჩაითვალა და თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, "სიტის" ერთ-ერთ ფანს განსხვავებული კურიოზი შეემთხვა. სტერლინგის გოლის შემდეგ, გახარებულ ქომაგს სტადიონი დაეტოვებინა და გაუქმებული გოლის შესახებ არც კი გაეგო. ყველაფერი ნათელი მაშინ გახდა, როდესაც ჟურნალისტმა შემთხვევით მას სიმართლე უთხრა: "იმედგაცრუებული რატომ უნდა ვიყო? ჩვენ ხომ მოვიგეთ."

სხვა სტატიები