Belive

სიტის ყოფილი მცველი: "სიტი პრემიერლიგის მინიმუმ 20 ტიტულს მოიგებს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა, რიჩარდ დუნმა "ქალაქელების" შესახებ ისაუბრა. ირლანდიელ ფეხბურთელს პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი "სიტის" იმედი აქვს. "გუნდის ფეხბურთელების მთავარი მიზანია, რომ მომდევნო 4-5, ან შესაძლოა, 10 წლის განმავლობაში დომინანტები იყვნენ და ყველა შესაძლო ტიტული მოიგონ. "სიტის" ეტყობა, რომ სურვილი აქვს გახდეს ისეთი ისტორიული გუნდი, როგორიცაა "იუნაიტედი" და "ლივერპული". ცხადია, ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ სანამ გუნდს პეპ გვარდიოლა წვრთნის, ყველაფერი შესაძლებელია. არც ის გამიკვირდება, რომ "სიტიმ" 20 პრემიერლიგის ტიტულამდეც მიაღწიოს და "წითელ ეშმაკებს" გაუთანაბრდეს," - განაცხადა რიჩარდ დუნმა.  

სხვა სტატიები