Belive

სიტის საოცარი სტატისტიკური მაჩვენებელი რომელსაც არ დაიჯერებთ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ რაც პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს, "მანჩესტერ სიტის" სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, ეს გუნდი რეკორდებითა და საოცარი სტატისტიკით გამოირჩევა და ყოველდღიურად უფრო და უფრო გვაკვირვებს. გუშინ "ქალაქელებმა" სათასო შეხვედრაში ბარნლი 5:0 დაამარცხეს და მორიგი ფენომენალური სტატისტიკა დააფიქსირეს, საქმე იმაშია რომ მას შემდეგ რაც "მანჩესტერ სიტიმ" ბოლო გოლი გაუშვა, მეტოქეს 29 გოლი გაუტანა, ანუ გამოდის რომ გვარდიოლას შეგირდებმა 3 იანვრიდან მოყოლებული 29 უპასუხო გოლი გაუტანეს. ბოლოს ედერსონის კარის დალაშქვრა ფირმინომ მოახერხა, როდესაც "სიტიმ" "ლივერპული" შინ 2:1 დაამარცხა, მას შემდეგ კი დაიწყო მშრალი სერია: "სიტი" 7:0 "როტერჰამი" (შინ) "სიტი" 9:0 "ბარტონი" (შინ) "სიტი" 3:0 "ვულვზი" (შინ) "სიტი" 3:0 "ჰადერსფილდი" (სტუმრად) "სიტი" 1:0 "ბარტონი" (სტუმრად) "სიტი" 5:0 "ბარნლი" (შინ)

სხვა სტატიები