Belive

სიტისა და პსჟ-ს შემადგენლობა შეიხების მოსვლამდე

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანამ სანამ ფეხბურთში არაბული ინვესტიციები მოხშირდებოდა, სიტისა და პსჟ-ს შემადგენლობა არაფრით გამოირჩეოდა, მიუხედავად იმისა რომ ახლა ფრანგულ კლუბში სარეკორდო ფასად ნაყიდი ნეიმარი აგორებს ბურთს, რამდენიმე წლის წინ სულ სხვა მდგომარეობა იყო. 2008 წლის 3 დეკემბერს, ევროპა ლიგაზე ერთმანეთს სწორედ პსჟ და მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდნენ, გავიხსენოთ მათი შემადგენლობა ამ მატჩში, როდესაც ისინი შეიხების მფლობელობაში არ იმყოფებოდნენ. სიტი: მეკარე - ჰარტი, მცველები - ჰარიდო, დანი (კაპიტანი), ბენ ჰაიმი, ზაბალეტა, ნახევარმცველები - კომპანი, სტარიჯი, ელანო, აირლანდი, ვასელი, თავდამსხმელი - ჟო პსჟ: მეკარე - ლანდროუ, მცველები - ტრაორე, ბურილონი, კამარა, სახო, ნახევარმცველები - მაკელელე, კლემენტი, როთენი, პანკრატე, თავდამსხმელები - კეჟმანი, ლუინდულა

სხვა სტატიები