Belive

სიტისთან მატჩამდე რეალს ტრავმირებულები დაუბრუნდნენ 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალს " ჩემპიონთა ლიგაში, "მანჩესტერ სიტისთან" საპასუხო მერვედფინალურ მატჩამდე, ორი ვარსკვლავი მარსელო და ედენ აზარი დაუბრუნდა. ბრაზილიელმა და ბელგიელმა ფეხბურთელებმა ტრავმები სრულფასოვნად მოირჩინეს და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. "სამეფო კლუბმა", რომელსაც პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" - 1:2 აქვს წაგებული, მეორე რაუნდი მანჩესტერში, 7 აგვისტოს უნდა გამართოს. "ბლანკოსების" მაისურით ამ სეზონში, ყველა ტურნირზე, აზარმა 21-ჯერ ითამაშა, ერთხელ გაიტანა, 7-ჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა, მარსელომ კი ორით მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა და თავად მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო.

სხვა სტატიები