სივასპორის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია 

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შემდეგ ცნობილი გახდა იმ ერთადერთი ქართული კლუბის პოტენციური მეტოქე, რომელიც, მიმდინარე სეზონში ევროსარბიელს შემორჩა.

“დინამო ბათუმი” “სივასპორის” ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პლოდვისის “ლოკომოტივსა” და დანიურ “კოპენჰაგენს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სივასპორის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია  1

თურქულ გუნდთან ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი ბათუმში, 5 აგვისტოს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

(16052)

სივასპორის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია 

სტატიის ავტორი
-