Belive

სკალონი: ,,მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? ნაკრების კარი მისთვის ყოველთვის ღიაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი არ გამორიცხავს, რომ ლეო მესიმ, შესაძლოა, მომავალ მუნდიალზე ითამაშოს:

,,ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ბევრი რამ მის სურვილზე იქნება დამოკიდებული. ასევე, მნიშვნელოვანია, იგრძნობს თუ არა თავს კარგად 4 წლის შემდეგ. მისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა. ის მოედანზე ბედნიერია და მისი თამაში ჩვენთვის ძალიან კარგია.

ჩემი აზრით, მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად მიჩნეულიყო. უბრალოდ, მისგან ყოველთვის მეტს ითხოვენ. ახლა, როცა მუნდიალიც მოიგო, არ ვიცი, კიდევ რას მოითხოვენ...'' - სკალონის სიტყვებს Ole ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მუნდიალზე 7 გოლი გაიტან და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები