Belive

სკალონი: "საუდის არაბეთი კარგად გვყავდა შესწავლილი..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალზე პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა – არგენტინის ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საუდის არაბეთთან 1:2 დამარცხდა

მატჩის შემდეგ, არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლიონელ სკალონიმ კომენტარი გააკეთა.

"ვიცოდით და შესწავლილი გვქონდა, თუ როგორ თამაშობდა საუდის არაბეთი, ამისთვის ვემზადებოდით. ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ხუთ წუთში თამაში წავაგეთ. ეს იყო მათი მხოლოდ 2 კარში დარტყმა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.

სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ უნდა მოვინდომოთ და შემდეგი მატჩებისთვის სამაგალითოდ მოვემზადოთ. სევდიანი დღეა, მაგრამ თავი უნდა ავწიოთ და საქმე გავაგრძელოთ.

პირველი ტაიმი ჩვენი იყო, თუმცა არ გაგვიმართლა და 3 გოლი გაგვიუქმდა. ყველაფერს გავაანალიზებთ და შემდეგ მატჩებს მომზადებულები შევხვდებით. მოთამაშეები დასევდიანებულები არიან, თუმცა ფიქრობენ რომ ყველაფერი წინ გვაქვს და ხასიათი უნდა შევცვალოთ.

მთელი გულით ვულოცავ საუდის არაბეთს დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენ დავბრუნდებით..."

სხვა სტატიები