Belive

სკალონი: ,,თეორიული ფავორიტობა გვერდზე უნდა გადავდოთ და ვითამაშოთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ავსტრალიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ავსტრალია კარგი გუნდია. ეს ფეხბურთია, თეორიული ფავორიტობა გვერდზე უნდა გადავდოთ და ვითამაშოთ. მიდგომა წინა მატჩების მსგავსი იქნება.

ავსტრალიას თავდასხმაში თავისებურებები აქვს. არსებობს დაახლოებითი წარმოდგენა, როგორ ვითამაშებთ, მაგრამ მომავალ ვარჯიშზე ფეხბურთელების მდგომარეობა უნდა შევაფასოთ.

არ მიკვირს, რომ ავსტრალიელები მერვედფინალში გავიდნენ, ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. ეს არის გუნდი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს,'' - განაცხადა სკალონიმ.

ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, არგენტინის ეროვნული ნაკრები ავსტრალიას შეხვდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები