Belive

სკამის სროლა და კურიოზი ბუქარესტულ დერბიში (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რუმინეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში, ბუქარესტის "დინამოსა" და "სტიაუას" შორის მიმდინარე დერბისას, კურიოზული სიტუაცია დაფიქსირდა. ამ ორი გუნდის დაპირისპირება მოზღვავებული ემოციებით ყოველთვის გამოირჩევა და გამონაკლისი არც უკანასკნელი შეხვედრა ყოფილა. პირველ ტაიმში უამრავი შეჩერების შემდეგ, მსაჯმა 7 წუთი დაამატა, რომლის მიწურულსაც "სტიაუამ" კუთხური მოიპოვა. მარჯვენა ფლანგისკენ ფლორიან ტანასე გაეშურა, რომელსაც მეტოქე გუნდის გულშემატკივარმა ტრიბუნის ნაწილი ესროლა, თუმცა ფეხბურთელმა ამას ყურადღება არ მიაქცია, თამაში გააგრძელა, ბურთი საჯარიმოში გაგზავნა, შედეგად პენალტი დაინიშნა და მისმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, შეხვედრა "დინამოს" სასარგებლოდ 2:1 დასრულდა, "სტიაუამ" კი მესამე ადგილზე ჩამოინაცვლა.

 

სხვა სტატიები