Belive

სკანდალი იუვენტუსში - პროკურატურა რონალდუს კონტრაქტსა და სხვა დოკუმენტებს შეისწავლის

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს იტალიის ფინანსურმა პოლიციამ ტურინსა და მილანში ,,იუვენტუსის'' ოფისები გაჩხრიკა. შეისწავლეს დოკუმენტები, რომლებიც 2019-2021 წლებში განხორციელებულ ტრანსფერებს ეხება. პროკორურის, ანა მარია ლორეტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება გამოიკვლევს ,,ბებერი ქალბატონების'' უფროსმა მენეჯერებმა გააყალბეს თუ არა გადარიცხვის ინვოისები და შეიყვანეს თუ არა შეცდომაში ინვესტორები. გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა გუნდის პრეზიდენტს, ანდრეა ანიელისა და ვიცეპრეზიდენტს - პაველ ნედვედს მოუწევთ. პროკურატურა, ასევე, ინტერესდება კლუბსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობით.


სხვა სტატიები