Belive

სკანდალი კატალონიაში - კამპ ნოუზე ჩასატარებელი ელ კლასიკო გადაიდება?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
26 ოქტომბერს ლა ლიგის კალენდარის მიხედვით ელ კლასიკოა ჩანიშნული, თუმცა ამ მატჩის 'კამპ ნოუზე" ჩატარება სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას. როგორც BBC ავრცელებს, კატალონიაში სერიოზული არეულობა და პოლიტიკური დაძაბულობაა, რის გამოც შესაძლოა "ელ კლასიკოს" პირველი შეხვედრა მადრიდში, კერძოდ კი "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე გაიმართოს. ლა ლიგის ხელმძღვანელობამ "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" ოფიციალური წერილები გაუგზავნა, სადაც შეეცადა აეხსნა "ელ კლასიკოს" ბარსელონადან მადრიდში გადატანის მიზანშეწოლილობა. ჯერჯერობით ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერი არ არის, თუმცა "ელ კლასიკოს" "კამპ ნოუზე" ჩატარების შანსი ყოველდღიურად მცირდება.

სხვა სტატიები