Belive

სკანდალი მწვავდება: ბართომეუ ბარსელონას ფეხბურთელებს შეხვდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სოციალური ქსელების სკანდალის შემდეგ, "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ გუნდის ფეხბურთელებთან შეხვედრას აპირებს. Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური კლუბის მმართველს სურს იმ ფეხბურთელებს მოუსმინოს, რომლებიც სკანდალში არიან გახვეულნი. საქმე ისაა, რომ როგორც ესპანური მედია ამტკიცებს, რამდენიმე თვის წინ, ბართომეუმ კომპანია i3 Ventures-ი დაიქირავა, რომლის მიზანიც მის შესახებ დადებითი განწყობისა და რეპუტაციის შექმნა, ხოლო ლეო მესის, ჟერარდ პიკეს, ჩავის, პეპ გვარდიოლასა და სხვების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება და მათი სახელის შელახვა წარმოადგენდა. კლუბის პრეზიდენტმა ყველა გავრცელებული ბრალდება უარყო.

სხვა სტატიები