Belive

სკანდალური მატჩი: ფანები მოედანზე, დაშავებული მსაჯი და დამწვარი მანქანა ბოსნიაში

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბოსნია ჰერცოგოვინის საფეხბურთო ჩემპიონატში სკანდალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს "ველეს მოსტარი" და "ბორაჩ ბანია ლუკა" დაუპირისპირდნენ. მატჩის 81-ე წუთისთვის "ველესი" საკუთარ კედლებში 0:2 მარცხდებოდა, თუმცა შეხვედრის ბოლოს მომხდარი ინციდენტის შედეგად, მათ ტექნიკური წაგება - 0:3 ჩაეთვალათ. ყველაფერი მოედნიდან გასახდელებისკენ გასასვლელ გვირაბში დაიწყო, სადაც მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო მასპინძელთა გაბრაზებული ქომაგები შეხვედრის მთავარ არბიტრს, საბრია ტოპალოვიჩს და მის ორ ასისტენტს ბეისბოლის ჯოხებით თავს დაესხნენ, საბოლოოდ კი დაპირისპირება ქუჩაშიც გაგრძელდა და "ველესის" ფანებმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ მსაჯის ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს - ავტომობილი სრულად დაიწვა.
Image Credit- Daily Star
ბოსნიის პოლიციამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდამსხმელებმა ფანჯრები ხელკეტებით ჩაამტვრიეს და მანქანაში ჩირაღდანი ჩააგდეს. ინციდენტის დროს ერთმა მოქალაქემ სხეულის მცირე დაზიანებებიც მიიღო და იგი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. "ველესის" გულშემატკივრების გაბრაზების საფუძველი საკამათო გადაწყვეტილებების სერია გახდა, რომელიც ტოპალოვიჩმა და მისმა გუნდმა მთელი მატჩის განმავლობაში მიიღო. მას შემდეგ, რაც მასპინძლებმა ორი გოლი გაუშვეს, "მოსტარის" ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ, თანაც სათამაშო დროის ამოწურვამდე 8 წუთით ადრე და გამოხატეს აღშფოთება, რადგან მათი გუნდის სასარგებლოდ პენალტი არ დაინიშნა.
Image Credit- Daily Star
ტემპერატურას არც მას შემდეგ დაუკლია, რაც თამაში განახლდა, ტრიბუნებიდან გამაყრუებელი სტვენის ხმა ისმოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მსაჯებმა მოედნის დაცვის თანამშრომლების დახმარებით დატოვება გადაწყვიტეს, ქომაგებმა მათ ქურდები უწოდეს. მეათე ტურის ამ შეხვედრის შემდეგ, "ველესი" 12 ქულით მეშვიდე, ხოლო მოქმედი ჩემპიონი "ბანია ლუკა" 13 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები