Belive

სკოლარი ლუის ენრიკეზე: ,,რა აქვს მოგებული?''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონასა'' და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება.

როგორც ჩანს, ენრიკეს მხარს ბრაზილიელი სპეციალისტი, ლუიშ ფელიპე სკოლარი არ უჭერს:

,,რა აქვს მოგებული? საჭიროა, რომ რაღაც შედეგი ჰქონდეს... ის ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ ყველაფერი წააგო? მაშინ, რას ნიშნავს, რომ კარგი მწვრთნელია?'' - სკოლარის სიტყვებს Football Espana ციტირებს.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ლუის ენრიკემ 9 ტიტულის მოგება შეძლო (9-ვე ,,ბარსელონაში'' მუშაობისას). 2015 წელს კი სპეციალისტი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ტიტემ დატოვა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერჯერობით ვაკანტურია.

სხვა სტატიები