Belive

სკოტ მაკტომინაიმ ლივერპულის ფეხბურთელი შეაქო და მერსისაიდელების გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შოტლანდიელმა ნახევარმცველი მის თანამემამულით ენდი რობერტსონით ამაყობს, თუმცა როგორც მანჩესტერელისთვის "ლივერპულის" მიერ "ტოტენჰემის" დამარცხება მაინც არასასიამოვნო აღმოჩნდა.
"მე ბავშვობიდან "მანჩესტერ იუნატედს" ვქომაგობ და უნდა ვაღიარო რომ "ლივერპულის" ტრიუმფის ხილვა არც ისეთი ადვილი იყო. მაგრამ კარგი იყო ის, რომ ვუყურებდი თუ როგორ შესანიშნავად მოქმედებდა შოტლანდიელი (ენდი რობერტსონი) მოედანზე და თუ რა ბრწყინვალე გზა გაიარა მან 2012 წლიდან. ეს მისთვის შესანიშნავია და იმედი მაქვს რომ შოტლანდიის მაისურითაც ის ბრწყინვალედ იასპარეზებს. ეს უნდა გახდეს ინსპირაცია ყველა ფეხბურთელისთვის. მან ყველაფერი შესანიშნავად გააკეთა და მეც მსურს რომ მოვიგო დიდი ტურნირები და ვითამაშო მთავარ ტურნირებზე შოტლანდიის მაისურით". - განაცხადა "მანჩესტერ იუნატედისა" და შოტლანდიის ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა.
შოტლანდიის ნაკრები ევრო 2020 წლის შესარჩევ ეტაპზე შაბათს კვიპროსს უმასპინძლებს, ხოლო 11 ივნისს ბელგიას ეწვევა.

სხვა სტატიები