Belive

სკოტ მატკომინეიმ მანჩესტერთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველთან, სკოტ მაკტომინეისთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გუნდის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:
"23 წლის სკოტი გუნდის აკადემიის აღზრდილია. ის გუნდში 2012 წლიდან თამაშობს და მისი ოფიციალური დებიუტი 2017 წელს, "არსენალის" წინააღმდეგ თამაშისას შედგა. მას შემდეგ, მაკტომინეიმ გუნდში 75 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო. ასევე აღსანიშნავია, რომ მაკტომინეი შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წევრია."
თავის მხრივ, ახალგაზრდა შოტლანდიელმა გუნდს გაცემული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდისთვის უფრო და უფრო მეტის გაკეთებას შეეცდება:
"კლუბისადმი ჩემი დიდი სიყვარული მოედანზე მტკიცდება. მე კვლავინდებურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდის ღირსება დავიცვა. მადლობას ვუხდი გუნდის მთავარ მწვრთნელს გაცემული ნდობისთვის და იმედი მაქვს, რომ არაერთ მიზანს მივაღწევთ," აღნიშნა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, მაკტომინეისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
"სკოტი ჩვენი ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. ის ჩვენს თამაშს დამაჯერებლობას და არაერთ უნარს სძენს და სწორედ იმ მენტალიტეტის მატარებელია, რაც "იუნაიტედში" წარმატებისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა", - განაცხადა ნორვეგიელმა.

სხვა სტატიები