Belive

სკოტ მეთიუ მაკკომბის გარდაცვლილი სხეული ამსტერდამში იპოვეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სკოტ მეთიუ მაკ'კომბი "სელტიკის" ლეგენდარული ფეხბურთელის ბილი მაკნილის შვილიშვილი იყო. მიმდინარე წლის 14 მარტს, სკოტს 21 წელი შეუსრულდა. დაბდაების დღის აღსანიშნავად მაკ'კომბი მეგობრებთან ერთად ჰოლანდიაში გაეშურა. სწორედ ხსენებული თარიღის შემდეგ, ლეგენდარული ფეხბურთელის შვილიშვილი დაიკარგა და მასზე ძებნა გამოცხადდა. დღეს 1 აპრილს, სამწუხაროდ მეთიუს გარდაცვლილი სხეული ამსტერდამში იპოვეს. მეთიუს დედამ სოციალურ ქსელში განაცხადა - "ყველანი შოკირებული და დამწუხრებული ვართ. ჩემი შვილი  დღეს დილას გარდაცვლილი იპოვეს. მეთიუს ვინც იცნობდა, აბსოლიტურად ყველას უყვარდა. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მის მოძებნაში დაგვეხმარა და ამ დროის განმავლობაში სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა."  

სხვა სტატიები