Belive

Sky Sports-ის სტატია დინამო ბათუმის ახალწვეულის შესახებ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმის" ავსტრიელი ახალწვეულის, ლუკას გროცურეკის შესახებ სტატია Sky Sports-მა გამოაქვეყნა. 29 წლის ვინგერმა, რომელიც ბოლოს "პიოლტენის" რიგებში თამაშობდა, აჭარულ კლუბთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავლენიანი წყაროს ავსტრიულმა გამოცემამ გროცურეკის კარიერა შეაჯამა, სადაც გაიხსენა, რომ ლუკასმა კარიერაში გერმანიასა და სამშობლოში, სხვადასხვა გუნდში ითამაშა.
"ლუკასისთვის მეორე შემთხვევაა, როდესაც ის კარიერის გასაგრძელებლად უცხოეთში მიდის. პირველად გროცურეკმა გერმანიაში ითამაშა. "პიოლტენში" იჯარით ყოფნისას ფეხბურთელმა მხოლოდ 1 გოლი, "ვოლფსბერგთან" გაიტანა," - წერს Sky Sports-ი.    

სხვა სტატიები