Belive

Sky Sports: ტოტენჰემი კვარაცხელიას დამატებას შეეცდება, ქართველს მანჩესტერ სიტიც აკვირდება

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბრიტანული მედია და ინგლისელი ჟურნალისტები სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ლონდონის "ტოტენჰემში" შესაძლო ტრანსფერზე. როგორც ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული და არამხოლოდ ბრიტანული გამოცემა, Sky Sports-ი წერს, "დეზები" ქართველი ფეხბურთელის დამატების საკითხს კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ და მათი მიზანია, რომ სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე კიდევ ერთი ვინგერის დამატება მოახერხონ. ამ მიზნით ნუნუ ეშპირიტუ სანტუს მიერ გაწვრთნილი გუნდის არეალში ორი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და ხსენებული მწვრთნელის ყოფილი გუნდის, "ვულვერჰემპტონის" შემტევი, ესპანელი ადამა ტრაორე იმყოფება. არსებობს ვერსიაც, რომ "ტოტენჰემმა" მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ნახევარმცველის, კორენტინ ტოლისოს დამატებაც სცადოს.

"თუ ისინი შეძლებენ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას, მალაითად სერჟ ორიეს და მუსა სისოკოს, რომლებიც ჯერ კიდევ ბაზარზე აქტიურები არიან, სხვა შემტევი ფეხბურთელის დამატებას სავარაუდოდ უფრო ინტენსიურად განიხილავენ, მაგალითად კვარაცხელიას, რომელსაც ასევე თვალყურს ადევნებენ "მანჩესტერ სიტიდან" და ადამა ტრაორეს", - წერს Sky Sports - ი.
  20 აგვისტოს ყაზანის "რუბინმა" განაცხდა, რომ ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და ის "ხიმკისთან" რუსეთის პრემიერ ლიგის მეხუთე ტურში განაცხადში არ იქნება. საქართველოს ნაკრებს სექტემბრის თვეში სამი შეხვედრა ელის: კოსოვოს (ბათუმში, 2 სექტემბერი) და ესპანეთის (სტუმრად, ბადახოსი, 5 სექტემბერი) წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ბულგარეთთან ამხანაგურად (სოფია, 7 სექტემბერი). აღნიშნული შეხვედრებისთვის, დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია ვილი სანიოლის განაცხადში მოხვდება. წინა სეზონში, 20 წლის მარცხენა ფლანგის ვინგერმა ყაზანის “რუბინის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ახლადდაწყებულ სეზონში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, კვარაცხელია “ჯვაროსნებს” მიმდინარე წელს გამართულ სამ შეხვედრაში 2 გატანილი გოლით დაეხმარა

სხვა სტატიები