SkySport – ინტერი კონტეს შემცვლელად, ალეგრის მოიაზრებს

ცნობილი სპორტული გამოცემა “SkySport” და “DiMarzio”  “ინტერის” სამომავლო გეგმებზე ინფორმაციას ავრცელებენ.

მომდევნო კვირაში, “ნერაძურის” ხელმძღვანელობა და ანტონიო კონტე ერთმანეთს შეხვდებიან და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

იმ შემთხვევაში თუ იტალიელი სპეციალისტი წასვლას გადაწყვეტს, კლუბის ხელმძღვანელობა, ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავკაცს, მასიმილიანო ალეგრის დაუკავშირდება.

ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, კონტესა და “ინტერის” ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა დაიძაბა. გუშინ კი ევროპის ლიგის ფინალში “ნერაძური”, “სევილიასთან” 3:2 დამარცხდა, რამაც სიტუაცია უფრო დაძაბა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე “ინტერში” 1 წლის წინ დაინიშნა.  კონტემ კლუბი სერია ა-ში მე-2 ადგილზე გაიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ჩემპიონტა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, ხოლო გუშინ როგორც ზემოთ მოგახსენეთ ევროპის ლიგის ფინალში დამარცხდა.

 

(19)

SkySport – ინტერი კონტეს შემცვლელად, ალეგრის მოიაზრებს

სტატიის ავტორი
-