Belive

სლოვაკეთმა მწვრთნელი გაათავისუფლა - მედია ერთ-ერთ ვარიანტად ვაისს ასახელებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პაველ ჰაპალი გაათავისუფლეს. 51 წლის ჩეხ სპეციალისტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში გასვლის მიუხედავად, ერთა ლიგაზე შოტლანდიასთან (0:1) და ისრაელთან (2:3) ზედიზედ 2 მარცხი არ აპატიეს. სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დროებით სტეფან ტარკოვიჩი ჩაიბარებს. ადგილობრივი მედია კი მომდევნო წლიდან მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად ვლადიმირ ვაისს ასახელებს. შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნების" ხელმძღვანელმა 2010 წელს სლოვაკეთის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც ჯგუფში მან იტალია ჩატოვა.
"ვლადიმირ ვაისი ნამდვილად საუკეთესო ვარიანტია. მას ფეხბურთელები მიიღებენ, თუმცა არსებობს რამდენიმე დაბრკოლება. ერთ-ერთი ისაა, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია და 12 ნოემბერს მაკედონიასთან ფინალი ელის. გარდა ამისა, გამოცდილ სპეციალისტსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობა იდეალური არ არის," - წერს sport.sk.
 

სხვა სტატიები