Belive

სლუცკი ხვიჩას მდგომარეობაზე: "მომდევნო ტურში თამაშის შანსი აქვს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის თასზე "რუბინმა" სტუმრად "ჩერნომორეცი" 2:4 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა გასულ ტურში ცხვირის ტრავმა მიიღო. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"იქნება თუ არა კვარაცხელია მზად "სპარტაკთან" თამაშისთვის, მოგვიანებით გვეცოდინება. თუმცა, მას გარკვეული შანსები აქვს," - თქვა რუსმა სპეციალისტმა. "მნიშვნელობა არ აქვს, მოიტეხა თუ არა ხვიჩამ ცხვირი. ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, როგორ გრძნობს ის თავს. ყოველ შემთხვევაში, კვარაცხელიას დამცავი ნიღაბი აქვს და ეს პრობლემა არ იქნება," - უპასუხა ლეონიდმა ჟურნალისტების კითხვას, აქვს თუ არა ქართველ ფეხბურთელს ცხვირის მოტეხილობა.
 

სხვა სტატიები