სლუცკი: “კვარაცხელია კვლავ საქართველოშია”

“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ “ცსკა”-სთან მოგებული შეხვედრის (1:0) შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველ ფეხბურთელს 11 ნოემბერს სანაკრებო პაუზაზე კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც მას ჯერ არ უთამაშია.

“ეროვნულ ნაკრებში მისი დიაგნოზის გამოცხადების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ხვიჩა კვლავ საქართველოშია და ველოდებით შესაძლებლობას, რომ ის დავიბრუნოთ. სტარფელტი და ინ-ბომი დაბრუნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სამივე მათგანი თითქმის ერთი და იმავე დროს დაინფიცირდა,” – ამბობს სლუცკი.

(177)

სლუცკი: “კვარაცხელია კვლავ საქართველოშია”

სტატიის ავტორი
-