Belive

სლუცკი: ,,ყველა ელოდება, რომ ხვიჩა ყოველთვის 5 კაცს მოატყუებს, ეს კი შეუძლებელია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ,,როსტოვთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
,,ვერ ვიტყოდი, რომ ხვიჩა შესამჩნევი არ ყოფილა. მან არაერთ სახიფათო მომენტში მიიღო მონაწილეობა, რამდენიმეჯერ დაარტყა და რამდენიმე პასიც გააკეთა. უბრალოდ, ყველა ელოდება, რომ ის ყოველთვის 5 კაცს მოატყუებს, ეს კი, სამწუხაროდ, შეუძლებელია. შეიძლება თუ არა ევროპული გრანდების დაინტერესება ხვიჩაზე ფსიქოლოგიურად ცუდად აისახოს? მასთან ამ თემაზე არ ვსაუბრობ. ვხედავ როგორ ვარჯიშობს, მუშაობს, ამიტომ ზედმეტ საუბარს აზრი არ აქვს,'' - განაცხადა სლუცკიმ.
რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ,,რუბინმა'' ,,როსტოვი'' სტუმრად 1-0 დაამარცხა. ხვიჩამ მატჩი სრულად ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები