Belive

სლუცკიმ განმარტა, რატომ არ ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ კრილიასთან ძირითად შემადგენლობაში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის ,,რუბინის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ,,კრილიასთან'' გამართული მატჩის შემდეგ, გუნდის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, ისაუბრა:
,,რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ ძირითად შემადგენლობაში? იმიტომ, რომ დღეს არცთუ ისე დასვენებული გამოვიდა და აშკარად ჩანდა, რომ გადაღლილია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია და ასეთ რეჟიმში თამაშობს: ორის შემდეგ მესამე, ასეთ რთულ მინდორზე, როდესაც მას გამუდმებით უხეშად ეთამაშებიან და ურტყამენ. თანაც, ყოველთვის უდიდესი ყურადღების ქვეშაა - უბრალოდ, დღესაც თამაშს ვეღარ გაუძლებდა,'' - განაცხადა სლუცკიმ.
რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში ,,რუბინმა'' ,,კრილიას'' უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. კვარაცხელია მატჩში 56-ე წუთზე, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ყაზანური გუნდის მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 1 გოლია.

სხვა სტატიები