სმოლოვი - პირველი რუსი ფეხბურთელი, რომელმაც უკრაინაში შეჭრა დაგმო
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო შოკისმომგვრელმა ინფორმაციამ შეძრა, იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. "მანჩესტერ სიტის" ალექსანდრ ზინჩენკო, რომელმაც უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისური 48 შეხვედრაში მოირგო, მიმდინარე მოვლენებს ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა. ზინჩენკომ რუსული არმიის უკრაინაში შეჭრა დაგმო. ალექსანდ ზინჩენკოს მხარი რუსმა ფეხბურთელმა - ფიოდორ სმოლოვმა აუბა. აღსანიშნავია, რომ სმოლოვი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი რუსი ფეხბურთელია, რომელმაც უკრაინაში შეჭრა დაგმო.
ფიოდორ სმოლოვის Instagram-ზე განთავსებული პოსტი: "არა ომს!" ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა - ანდრეი რუბლევმაც გააზიარა.View this post on Instagram