Belive

სოკლსკიაერი: "ჭორებს არ ვუსმენ, სანერვიულო არაფერი მაქვს" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერამა ინგლისური კლუბიდან მისი დათხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ტყუილი უწოდა. "კარგად ვარ. კლუბში დისკომფორტს ვერ ვგრძნობ. სიცილით ვკითხულობ ჩემი სიტყვების ინტერპრეტაციას. ვიცი, რომ რასაც პრესაში წერენ, უმეტესად სიმართლეს არ შეესაბამება და გაბუქებული სიცრუეა, ამიტომაც მათ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. სანერვიულო არაფერი მაქვს. ჩემს საქმეზე ორიენტირებული ვარ და ხელმძღვანელებთან ერთად გრძელვადიან პროექტებს ვგეგმავ. ცხადია ჩემი კოლეგების მიერ სამსახურების დაკარგვის ყურება არასასიამოვნოა, მაგრამ მე დეკემბრის მოსვლის გამო არ ვღელავ", - თქვა ნორვეგიელმა სპეციალისტმა. "წითელ ეშმაკებს" პრემიერლიგაში 18 ქულა აქვთ და მეცხრე ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები