Belive

სოკრატისის ახალი კლუბი ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
20 იანვარს ლონდონის "არსენალმა" ბერძენ მცველს, სოკრატის პაპასტატოპულოსს კონტრაქტი შეუჩერა - 32 წლის ფეხბურთელი გუნდს ისე ემშვიდობება, რომ მიმდინარე სეზონში, 1 მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

სად განაგრძობს პაპასტატოპულოსი კარიერას?

Holly Percival-ის ცნობით სოკრატის პაპასტატოპულოსი მშობლიური წარმომავლობის კლუბში, "ოლიმპიაკოსში", ჩაირიცხა. ბერძნულმა კლუბმა 32 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა. "ოლიმპიაკოსი" საბერძნეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, მთავარ მდევარ "აეკს" 11 ქულით უსწრებენ.

რატომ გაუშვეს სოკრატისი?

მიმდინარე სეზონში, "არსენალის" ქომაგებს სოკრატისი მოედანზე არ უნახავთ. ბერძენ ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების ფონზე, ლონდონურმა კლუბმა ზედმეტი ხარჯისგან ნაადრევად გათავისუფლება გადაწყვიტა. COVID-19-მა პრემიერ ლიგის გუნდებს, ფინანსური თვალსაზრისით, დიდი დარტყმა მიაყენა. ცნობილია, რომ სწორედ ამ მიზეზით, "არსენალმა" Bank of England-ისგან £120 მილიონი ისესხა.

რა კვალი დატოვა სოკრატისმა არსენალში?

სოკრატისი "ნისლიან ალბიონზე" 2018 წელს, "დორტმუნდიდან" გადაბარგდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. სწორედ იმ სეზონში, "არსენალმა" ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა. გასულ სეზონში, ბერძენმა სულ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. “სოკრატისი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო და ის თავისი შრომისმოყვარეობით იყო გამორჩეული. კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ორივე მხარემ მიიღო. პაპას და მის ოჯახს კარგად ყოფნას ვუსურვებთ", - განაცხადა "არსენალის" ტექნიკურმა დირექტორმა, ედუმ.

იყვნენ თუ არა სხვა კლუბები პაპასტატოპულოსით დაინტერესებულნი?

The Atletic-ის ცნობით გასული კვირის ბოლოს პაპასტატოპულოსს კონტრაქტი "ლივერპულმა" შესთავაზა, იუგენ კლოპი ბერძენ ფეხბურთელს კარგად იცნობს, ვინაიდან 2013 წელს სოკრატისი "დორტმუნდში" ასპარეზობდა, გერმანელი სპეციალისტი მასთან ერთად გატარებულ 2 წელს დადებითად იხსენებს, თუმცა ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდა.    

 

სხვა სტატიები