სოლარიმ ისკო გააკრიტიკა

სანტიაგო სოლარიმ “ვალიადოლიდთან” მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისკო გააკრიტიკა.

ესპანელი ფეხბურთელი საშინელ ფორმაშია. 26 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

ამასთან ერთად, ისკომ ლა ლიგის მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან ბოლოს ოქტომბერში დაიწყო.

“ფეხბურთელისთვის პირველ რიგში აუცილებელია, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში მდგომარეობაში იყოს, შემდეგ კი მისი შენარჩუნება სცადოს. ისკოს შემთხვევაში ვერც ამას, და ვერც დისციპლინას ვხედავ,” – თქვა სოლარიმ.

(27)

სოლარიმ ისკო გააკრიტიკა

სტატიის ავტორი
-