Belive

სოლარიმ მარცხის შემდეგ თავის მომავალზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში ერთმანეთს “რეალი” და “აიაქსი” დაუპირისპირდნენ. მადრიდული კლუბი სახლში ამსტერდამელებთან 1:4 დამარცხდა და ორი მატჩის ანგარიშით (3:5) ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. "სამეფო კლუბის" მთავარ მწვრთნელს, სანტიაგო სოლარის წარუმატებლობის შემდეგ ჟურნალისტებმა თავის მომავალზე ჰკითხეს. "აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ მარტივად დავნებდე," - უპასუხა სოლარიმ მედიის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, რომ "რეალი" ცოტა ხნის წინ კოპა დელ რეიდანაც გამოვარდა, ლა ლიგაში კი ლიდერ "ბარსელონასთან" სხვაობა 12 ქულაა.

სხვა სტატიები