Belive

სოლარიმ რეალში მორიგი რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხულენ ლოპეტეგის ხელმძღვანელობის პერიოდში ნაჩვენები საშინელი შედეგების შემდეგ, გუნდში სანტიაგო სოლარის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. სოლარის ხელმძღვანელობით, გუნდმა ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა (გაიტანა 15 და გაუშვა 2). ესპანური მედიის თანახმად, 1929 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც "რეალის" ახალ მწვრთნელს ასეთი კარგი სტარტი აქვს (4 მოგება, გოლების ბალანსი +13). გუნდის სპორტული დირექტორის განცხადებით, ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა სოლარით კმაყოფილები არიან. “კარგი შედეგი გვაქვს. ლიდერ ბარსლონასთან სხვაობა შევამცირეთ და კვლავ ვიბრძვით ჩემპიონობისთვის. ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს და მიმდინარე სეზონში უკეთ და უკეთ ვთამაშობთ. შემადგენლობის როტაცია ამართლებს. ჩვენ სოლარით კმაყოფილები ვართ”, - განაცხადა ემილიო ბუტრაგენიომ. იხილეთ სანტიაგო სოლარის გატანილი ბურთი “ბარსელონას” კარში.

სხვა სტატიები