Belive

სოლარის მოთხოვნით, რეალი ისკოს დასჯის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის "რეალი" ისკოს წინააღმდეგ სადისციპლინო ზომების მიღებას გეგმავს. საუბარია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ ჩადენილ საქციელზე, რომელმაც მადრიდელთა არგენტინელი თავკაცი განარისხა. "აიაქსთან" განმეორებითი მატჩის წინ, ისკომ შეიტყო რომ განაცხადში არ იყო მოხვედრილი, რის გამოც გუნდის ავტობუსში არ ასულა - მან სანტიაგო ბერნაბეუზე მისვლა საკუთარი ავტომობილით გადაწყვიტა. ცნობილია რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ისკომ შენიშვნა გუნდის კაპიტნისგან, სერხიო რამოსისგან მიიღო, რის გამოც ესპანელმა ბოდიში მოიხადა. ამის მიუხედავად, სოლარიმ ისკოს დასჯა მაინც გადაწყვიტა - სავარაუდოდ, ესპანელი გარკვეული დროით გუნდის სარეზერვო შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშებს. ნიშანდობლივია, რომ ისკო ლა ლიგის უკანასკნელ ტურში განაცხადში არ მოხვედრილა - სოლარიმ აღნიშნული იმით ახსნა, რომ "ისკო სათანადო ფორმაში" არ იმყოფება. მისივე თქმით, "ისკომ მომხდართან დაკავშირებით ბოდიში უკვე მოიხადა."

ასევე იხილეთ: ვალიადოლიდი 1:4 რეალი (მიმოხილვა)

 

სხვა სტატიები