Belive

სოლარის თამამი განცხადება კლასიკოს წინ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, სანტიაგო სოლარიმ "ალავესთან" შეხვედრის შემდეგ თამამი და საინტერესო განცხადება გააკეთა. სოლარიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ "რეალი" "ელ კლასიკოში" "ბარსელონასთან" ფავორიტია. ამასთან, მან დასძინა, რომ გუნდს სურვილი აქვს "ლა ლიგაში" ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამციროს.
"რეალი ყოველთვის ფავორიტია. მეტოქისადმი პატივისცემის მიუხედავად, მუდამ გამარჯვება გვსურს. ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ არასდროს ვნებდებით. დავამტკიცეთ, რომ ბარსელონასთან ჩამორჩენის შემცირების უდიდესი სურვილი გვაქვს. არ ვფიქრობთ კალენდარზე, რადგან ის ჩვენი შედგენილი არ არის.  რეალი თავისი საუკეთესო თამაშისთვის უნდა მოემზადოს" - განაცხადა სოლარიმ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის 6 თებერვალს, ღამის 12 საათზე "ნოუ კამპზე" გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 27 თებერვალს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები