Belive

სოლომონ კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველი, რუსეთის ჩემპიონატის 2018 წლის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.  სოლომონ კვირკველიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა. 2018 წელს ქართველმა "ლოკომოტივის" მაისური 26-ჯერ მოირგო და 1 ბურთის გატანა შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსეთის "პრემიერლიგის" 2017 წლის სიმბოლურშიც მოხვდა. რუსეთის პრემიერლიგის სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება: იგორ აკინფეევი (ცსკა), სერგეი იგნაშევიჩი (ცსკა), სვერირ ინგასონი (როსტოვი), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი), მარიო ფერნანდესი (ცსკა), იური გაზინსკი (კრასნოდარი), რომან ზობნინი (სპარტაკი), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა), მანუ ფერნანდეში (ლოკომოტივი), ფიოდორ ჩალოვი (ცსკა), არტიომ ძიუბა (ზენიტი). მთავარი მწვრთნელი ვიკტორ გონჩარენკო (ცსკა).

სხვა სტატიები