Belive

სოლსკიაერი: "ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არ დაგვიმსახურებია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, პრემიერ ლიგის 37-ე ტურში "ჰადერსფილდთან" ნათამაშები ფრის შემდეგ (1:1) განცხადება გააკეთა. " მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის საჯარიმოში სახიფათო მომენტებს ვქმნიდით, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ამით მეტოქეს იმედი ჩავუსახეთ, რომ მათ წაგებისგან თავის არიდება შეეძლოთ და ასეც მოხდა "არსებობს რეალური მიზეზი, რის გამოც პრემიერ ლიგის ოთხეულში ვერ მოვხვდით. მიმდინარე სეზონის შედეგებით, ჩვენ ნამდვილად არ დაგვიმსახურებია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა," აღნიშნა ნორვეგიელმა. 37 ტურის შედეგად, 66 ქულა აქვს დაგროვებული, მეოთხეადგილოსან "ტოტენჰემს" კი - 70.

ასევე იხილეთ: სოლსკიაერი: “მანჩესტერს ფულზე დახარბებული ფეხბურთელები არ სჭირდება”

   

სხვა სტატიები