Belive

სოლსკიაერი ლიგაზე გასვლის შემთხვევაში კოლოსალურ ბონუსს მიიღებს!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახლად დანიშნულ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკიაერს კლუბის ხელმძღვანელობა წლის ბოლოს ბონუს დაპირდა, თუ ეს უკანასკნელი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს. ნორვეგიელი მწვრთნელი "წითელ ეშმაკებს" სათავეში წინა კვირას ჩაუდგა და მის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო და მეოთხე ადგილზე მყოფ "ჩელსის" უკვე 8 ქულით ჩამორჩება. ოლე გუნარს სერიოზული ჰანდიკაპი აქვს ამოსაქაჩი და თუ მან გუნდი ოთხეულში გაიყვანა ამისთვის სოლიდურ ბონუს, 2 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. შემდეგ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" მშობლიურ "ოლდ ტრაფორდზე" "ბორნმუთს" დაუხვდება.

სხვა სტატიები