Belive

სოლსკიაერი: "მანჩესტერს მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება მისთვის უდიდეს ემოციებთან არის დაკავშირებული. "აქ იმისთვის ვარ, რომ საქმე ვაკეთო და მთლიანად "მანჩესტერზე" ვარ ორიენტირებული. "ჰადერსფილდთან" მთელი გუნდი 3 ქულისთვის იბრძოლებს და გულშემატკივრის გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ. მანჩესტერს მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს და იმედი მაქვს, რომ მომდევნო 5 თვის განმავლობაში მათ იმედებს გავამართლებ. ასევე ვიმედოვნებ, რომ ახალი მწვრთნელის მოსვლისას, ფანები ჩემზე დაწერილ სიმღერას იმღერებენ," აღნიშნა "მანჩესტერის" ნორვეგიელმა ლეგენდამ. შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს "მანჩესტერი" საკუთარ მოედანზე ჰადერსფილდს უმასპინძლებს. ქულების დაკარგვის დრო "მანჩესტერელებს" აღარ აქვთ, რადგან 29 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს, უახლოეს მდევარ "უოტფორდს" კი 27 ქულა აქვს მოპოვებული.

სხვა სტატიები