Belive

სოლსკიაერი: "მანჩესტერს ფულზე დახარბებული ფეხბურთელები არ სჭირდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. "ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც არამარტო კარგ ფეხბურთს თამაშობენ, არამედ ისეთები, რომლებიც გუნდის ფილოსოფიას შეესაბამებიან," აღნიშნა სოლსკიაერმა. პირველად გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ნორვეგიელი "ევერტონთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (4:0) ალაპარაკდა. "მანჩესტერს არ სჭირდება ფეხბურთელები, რომელთა მიზანიც ფული და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაა. არ გვინდა, გუნდს ისეთი ფეხბურთელები შემოუერთდნენ, რომლებიც აქ მხოლოდ მაღალი ანაზღაურებისთვის მოვლენ," განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები