Belive

სოლსკიაერი: "მესის შეჩერება შეუძლებელი არ არის"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ერთმანეთს "მანჩსტერ იუნაიტედი" და "ბარსლეონა" დაუპირისპირდებიან. ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა კატალონიელებთან გასამართ მატჩამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. "რა გეგმა შეიძლება გქონდეს მსოფლიოში ნომერ პირველი ფორვარდის შესაჩერებლად?  მესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ისტორიაში დიადი სახელით შევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ მესის არ ვეთამაშებით, ჩვენ 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, ასე რომ, ყველაზე უნდა ვკონცენტრირდეთ," - თქვა სოლსკიაერმა.

სხვა სტატიები