Belive

სოლსკიაერი: "მეტი თამაშის წაგების უფლება არ გვაქვს"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩერსტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოსლკიაერის განცხადებით, მის გუნდს პრემიერ ლიგაში მეტი თამაშის წაგების უფლება არ აქვს. აღნიშული განცხადება მან "ვულვზთან" მოულოდნელი მარცხის შემდეგ (2:1) გააკეთა. "ჩვენ მომდევნო დღეებს უკანასკნელ მატჩებში განცდილი მარცხების ანალიზს დავუთმობთ. საჭიროა ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამოსვლა და "ბარსელონასთან" მატჩისთვის მომზადება. წინ უდიდესი გამოწვევა გველოდება," აღნიშნა ნორვეგიელმა. მომდევნო 6 მატჩში მინიმუმ 15 ქულა უნდა დავაგროვოთ, მეტი წაგების უფლება უბრალოდ არ გვაქვს," განაცხადა სოლსკიაერმა. მიმდინარე სეზონში, მის მთავარ მიზანს გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა წარმოადგენს: "ეს რთული მისაღწევი იქნება, თუმცა მე ძალიან კარგი გუნდი მყავს, რომლის წინააღმდეგ თამაში სხვებს აუცილებლად გაუჭირდებათ," აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ: სოლსკიაერი პრემიერლიგის ყველაზე ანაზღაურებად მწვრთნელებს შორის მესამეა

ასევე იხილეთ: დიეგო ფორლანი: არ მიკვირს სოლსკიაერის წარმატება

სხვა სტატიები