"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი საკუთარი გუნდის წარმატებასთან დაკავშირებით პრესასთან კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ პრე-სეზონზე წარმატების მიღწევა არაფერს ნიშნავს.
"ვფიქრობ პრე-სეზონზე წარმატების მიღწევა არაფერს ნიშნავს, ვინაიდან მთავარი მოვლენები ახლა იწყება, 11 აგვისტოს ჩვენ პირველი შეხვედრა გვექნება, რომელშიც ვალდებულნი ვართ ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ. პრემიერ ლიგის დასრულების შემდეგ ჩვენ 5 შეხვედრა გავმართეთ და ყველა მათგანი გამარჯვებით დავასრულეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ფეხბურთელებისათვის მიცემული დიდი გამოწვევებია, თითოეულ ფეხბურთელს პრე-სეზონის მატჩების დროს შეუძლია საკუთარი თავი ისეთი კუთხით გამოავლინოს, რომ გუნდის ძირითად შემადგებლობაში ადგილი დაიმკვირდოს, ასევე ჩემთვისაც კარგი გამოცდილებაა, ვინაიდან გუნდის უარყოფითი მხარეების დასანახად ამხანაგური შეხვედრები საკმაოდ კარგი ვარიანტია", - განაცხადა "წითელი ეშმაკების" თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებს პრემიერ ლიგის დასრულების შემდეგ 5 შეხვედრა აქვთ გამართული, საიდანაც ხუთივე გამარჯვებით დაასრულეს, მეტსაც გეტყვით, მათ 10 გოლის გატანა მოახერხეს და საპასუხოდ მხოლოდ ერთი მიიღეს "ტოტენჰემისაგან".